This site uses cookies.
Some of these cookies are essential to the operation of the site,
while others help to improve your experience by providing insights into how the site is being used.
For more information, please see the ProZ.com privacy policy.
ჩემს ერთ-ერთ ვებ გვერდს ჩატის ოთახი დავამატე. არაფრის დაინსტალირება არ დაგჭირდებათ კომპიუტერში. გამოგიგზავნით მისამართს და პაროლს და პირდაპირ დარეგისტრირდებით. თუ ამ ვარიანტს ავირჩევთ, შეგვიძლია იმდენხანს ვიყოთ ჩატის ოთახში, რამდენიც გვინდა, თუნდაც სამივე დღეს, 28, 29 და 30 სექტემბერს და სხვა ქვეყნებში მყოფი ქართველი თარჯიმნების მოწვევაც შეგვიძლია. ამაზე რას იტყვით?
ველი თქვენს პასუხს. მაია
Subject:
Comment:
The contents of this post will automatically be included in the ticket generated. Please add any additional comments or explanation (optional)
რას იტყვით შეხვედრის ადგილსა და დროსთან დაკავშირებით? სამწუხაროდ, წინანდელი შეხვედრის ადგილი გამოირიცხა, რადგან მე და ლელა იქ აღარ ვმუშაობთ. გთავაზობთ შემდეგ ვა�... See more
ყველას მოგესალმებით!
რას იტყვით შეხვედრის ადგილსა და დროსთან დაკავშირებით? სამწუხაროდ, წინანდელი შეხვედრის ადგილი გამოირიცხა, რადგან მე და ლელა იქ აღარ ვმუშაობთ. გთავაზობთ შემდეგ ვარიანტებს:
1 - შევარჩიოთ კაფე - ცოტა ტრივიალურია, მაგრამ შესაძლებელი;
2 - ოჯახებით წავიდეთ ექსკურსიაზე, მაგალითად, არმაზში - ეს ექსკურსიის მოყვარულთათვის იქნება საინტერესო და ბავშვებიც გაერთობიან;
3 - შეხვედრა მოვაწყოთ რომელიმე ჩატით, მაგალითად, სკაიპით - ეს ბოლო ვარიანტია, თუ სხვას ვერაფერს მოვახერხებთ.
რომინასთან ჯერ კიდევ მიდის განხილვა, თუ როგორ დავუკავშიროთ ერთმანეთს შეკრებები. გამოთქმულია სხვადასხვა მოსაზრება, რომელთაგან ყველაზე მეტად მოიწონეს ის აზრი, რომ დაინიშნოს დრო, როდესაც ს�... See more
რომინასთან ჯერ კიდევ მიდის განხილვა, თუ როგორ დავუკავშიროთ ერთმანეთს შეკრებები. გამოთქმულია სხვადასხვა მოსაზრება, რომელთაგან ყველაზე მეტად მოიწონეს ის აზრი, რომ დაინიშნოს დრო, როდესაც სკაიპის საშუალებით ერთდროულად ჩაირთვება რამდენიმე ჯგუფის ორგანიზატორი და თარჯიმნები ერთმანეთს გამოეხმაურებიან. ამას ყველგან მოვახერხებთ ჩემი ლეპტოპითა და მობილურით. საქმე ისაა, რომ ჩვენ გეოგრაფიულად Ho Chi Minh City> Mumbai> Tashkent> Tbilisi შეკრებების ზონაში ვხვდებით. შემიძლია პირადად გამოგიგზავნოთ მთელი სქემა და ერთად შევარჩიოთ ჯგუფი, რომელშიც ვისურვებდით მოხვედრას. თუ ევროპისკენ გადავიხრებით, საღამოს საათი უნდა დაინიშნოს, თუ ამერიკა გვინდა, ღამით უნდა შევიკრიბოთ, რაც ჩატის (ანუ თბილისის შეკრების ჩატის) გარეშე აბსურდად მეჩვენება. ე.ი. მე ჩატის ორ ოთახში მომიწევს საუბარი.
ლევან, 29 შაბათია. თუ არ გცალია, შეგვიძლია შეხვედრა კვირისთვის გადავიტანოთ.
ვისაც გსურთ, დროის შესარჩევად უფრო დაწვრილებით ინფორმაციას ფაილით გამოგიგზავნით და ერთად გადავწყვიტოთ. მართალი გითხრათ, მე გული უფრო ევროპისკენ მიმიწევს, რაც კაფეში შეხვედრის ან ექსკურსიის შემთხვევაში უფრო რეალურია. თუ ჩატით შევიკრიბებით, მაშინ სულერთია. მე მგონი სკაიპის გადმოწერა და მასში გაფორმენა არ უნდა იყოს პრობლემა, თუმც სხვა მესენჯერების ჩატის გამოყენებაც შეიძლება.
ჩემი ”ინიციატივები” დიდი ხანია დასრულებულია ამ მიმართებაში. არც დრო მაქვს და აღარც სურვილი. როცა მქონდა, გეხსომება, გაეღვიძათ ამბიციები ზოგიერთებს და მას შემდეგ, მე ”პას”.))
Subject:
Comment:
The contents of this post will automatically be included in the ticket generated. Please add any additional comments or explanation (optional)
ძალიან კარგი, სალომე. რამდენიმე დღე დანარჩენების აზრს დაველოდები და თუ ისინიც თანახმა იქნებიან, ჩატ-კონფერენცია მოვაწყოთ. ეს აზრი იმითაც არის საინტერესო, რომ მასზე უცხოეთში მყოფი ქართველი თარჯიმნების მოწვევაც შეგვიძლია და საერთოდ, თუ ახლა რამე გამოვა, ამ ოთახს არ გავაუქმებ და შემდეგშიც შეგვეძლება ერთმანეთთან დალაპარაკება პოუოუს გარეშეც
მაია
Subject:
Comment:
The contents of this post will automatically be included in the ticket generated. Please add any additional comments or explanation (optional)
მე ნებისმიერ შემთხვევაში თანახმა ვარ კაფე იქნება თუ ექსკურსია... თუმცა ყველამ რომ შეძლოს დასწრება, იქნებ თავიდან კაფეში დავმსხდარიყავით? ლევან, თუ სამუშაო საათებში გირჩევნია, და, რა თქმა უნდა სხვასაც თუ ხელი არ ეშლება, მაშინ იქნებ 12 ან 1 საათისთვის პროსპეროში ყავა დაგველია? და მერე თუნდა ექსკურსიაზე წავსულიყავით : )
Subject:
Comment:
The contents of this post will automatically be included in the ticket generated. Please add any additional comments or explanation (optional)