„მივისწრაფვით ჩვენი თავის პოვნისკენ, მაგრამ როცა გვგონია, რომ ამას მივაღწიეთ, ჩვენი თავით სიმაძღრე გვავსებს“.
„ერთადერთი მკლავები, რომლით გარშემორტყმული დავთანხმდებოდით ცხოვრების გატარებაზე, ვენერის მკლაბებია, რომლებიც მან დაკარგა“.
„შუქი, უძლური რომ ძირს მიაღწიოს, ცარცით რთავს ჩუქურთმებსა და კიდეებს სახლებისა, რომლებსაც გამოუძინებელი შესახედაობა აქვთ, და აიძულებს ზეწრებიდან გამოძვრნენ ტიტველ ღრუბლებს, რომლებიც მოყვითალო და მომწვანო თხელ ქსოვილში ეხვევიან და, ბოლოს, თეთრ ხალათს ისხამენ“.
„არასოდეს იარსებებს ცხენი, რომელიც მოახერხებს ერთი-ორი ისეთი პანღურის ამოკვრას, რომ საბოლოოდ დაარღვიოს პერსპექტივის კანონები და, ამავე დროს, ჰქონდეს კომპოზიციაზე უფრო გაწონასწორებული შეხედულება, ვიდრე პაოლო უჩელოს გმირული პერშერონული ცხენის პანღურებს“.
„არაფერს ვნატრობ, სანამ გრძელდება მარადიულობის წამი, რომელიც ყველაფერია, როცა არაფერს ვნატრობ“.
„თუნდაც შევიცვალოთ ყველა შეხედულება სიცოცხლესა და სიკვდილზე, დროა გამოვამჟღავნოთ უსასრულო სიყალბე „მენინებისა“, რომლებმაც - თუმცა თვით „მენინები“ სისხლისა და ხორცისგან არიან - ჩამოჰკიდეს პატარა ნიშანი ზედ აღნიშნული ველასკესის სახელით, რათა ვერავის აღმოეჩინა მისი ნამდვილი საჯარო უკვდავების სასწაული“.
„მონეს თვალების გაკვეთა აჩვენებდა, რომ მას ჰქონდა ბუზის თვალები; თვალები, შედგენილი უთვალავი პატარა თვალისგან, რომლებიც ნათლად არჩევენ რაიმე ფერის დახვეწილ ტონალობებს, მაგრამ როგორც დამოუკიდებელი თვალები, მათ აღიქვამენ განცალკევებულად, ერთიანი სურათის მიუღწევლად“.
„ერთიანობა მაწანწალობისა და როსკიპობის, ძალადობის ხმარებისა და ბოროტად გამოყენების, დავარცხნილი მგრძნონბიარობის, ჩალურჯებული თვალების, უმიზეზო სიხარულისა და ნაღველის - ამაშია პამპასების არსი... ინდიელების იქეთ... სალამურის... დაირის - რომელიც ზარმაცად მღერის ტანგოს აკორდებზე და ნებისმიერ ჟარგონზე იმპროვიზირებას ახერხებს“.
„კუბისტებმა გადაარჩინეს მხატვრული ხელოვნება ორპირი ქარისგან და მზის სხივებისგან, რომლებიც მას დადნობით ემუქრებოდნენ - ჰერმეტულად დაკეტეს ფანჯრები, იმპრესიონისტების მიერ გადაჭარბებულ ენთუზიაზმში გახსნილი - იგი უზრუნველყვეს რეცეპტების ისეთი რაოდენობით, იმდენი მისაწოვრით, რომ კინაღამ დაახრჩეს და ჩონჩხივით უხორცო დატოვეს“.
„ძველ რომაელთა ბუსტებს არ ექნებოდათ აზროვნების უნარი, დროს მათთვის ცხვირები რომ არ მოემტვრია“.